კომფორტული სასტუმრო „თბილისი“ დაბა ურეკში 12 წლის წინ გაიხსნა და ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრ დამსვენებელს შეაყვარა თავი. აქ ყველა საჭირო პირობაა თქვენთვის სასურველი დასვენების მოსაწყობად. თუ ზღვაზე დასვენება გადაწყვიტეთ , „თბილისი“ საუკეთესო არჩევანია.
ანა ბლიაძე (სასტუმრო „თბილისის“ მენეჯერი): საუკეთესო ადგილმდებარეობა და დაცული, კომფორტული გარემო, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს პირველ ზოლში, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე მაგნიტური ქვიშაა. გვაქვს 46 კეთილმოწყობილი ნომერი.
– რა ტიპის ნომრებს სთავაზობთ დამსვენებლებს?
– გვაქვს ორადგილიანი, სამადგილიანი,ოთხადგილიანი, ლუქსის და აპარტამენტის ტიპის ნომრები, რომლებიც აღჭურვილია ყოველდღიური კომფორტისთვის საჭირო ყველა ნივთით. თითოეულ ოთახს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი, აივანი, ტელევიზორი, კონდინციონერი, მაგიდა-სკამები, კომოდი, კარადა, ყოვედღიურად სუფთავდება ნომრები და იცვლება პირსახოცები, ყოველ მესამე დღეს იცვლება თეთრეული.
სასტუმროს აქვს უფასო პარკინგი, კაფე-რესტორანი, ბარი-სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები, სხადასხვა სახეობის კოქტეილები, ტენისის მაგიდა, საკონფერენციო დარბაზი, ეზო, საბავშო კუთხე და ვერანდა მეხუთე სართულზე.
– ვიცით, რომ კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თქვენთან…
– სასტუმროს აქვს საკუთარი კაფე-რესტორანი, ჩვენს დამსვენებლებს შუძლიათ აირჩიონ ისეთი პაკეტი, რომელიც ერთჯერადი, ორჯერადი ან სამჯერადი კვებით უზრუნველყოფს, ასეთ შემთხვევაში ორ წლამდე ბავშვების კვება უფასოა, ხოლო 2-7 წლამდე ბავშვებისთვის მენიუს ფასი ნახევრდება. ხშირად გვყავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (უნარშეზღუდული) ბავშვები, რომელთაც სპეციფიური კვება ჭირდებათ, არც ეს წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას და მაქსიმალურად ინდივიდუალუერად ვერგებით თითოეული დამსვენებლის მოთხოვნებს. ჩვენი მზარეული განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლოს დამსვენებლებში, შესაძლოა მენიუში არ გვქონდეს,მ აგრამ მოთხოვნიდნ გამომდინარე ნებისმიერ კერძს ვამზადებთ.
– რესტორანი მხოლოდ თქვენი სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა?
– არა, ჩვენი დამსვენებლების გარდა, გარედან შემოსულ სტუმრებსაც ვმასპინძლობთ, დაახლოებით 100 ადამიანს იტევს ჩვენი რესტორანი და გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი, ქართული და ევროპული კერძებისგან შემდგარი მენიუ, რომელიც ყველანაირი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს.
– ფასები რამდენად ხელმისაწვდომია?
– ყველანაირად ვცდილობთ მოვერგოთ ჩვენი დამსვენებლების ფინანსურ მდგომარეობას, ფასები იცვლება სეზონიდან გამომდინარე, ვაკეთებთ ფასდაკლებებს, შეღავათებს და საჩუქრებს მათთვის, ვინც შედარებით დიდი ხნით რჩება ჩვენთან.
– დაცვის სისტემა რამდენად მოწესრიგებულია?
– ჩვენი სასტუმროს დამსვენებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ, გვაყვს 24 საათიანი დაცვა, გარდა ამისა, მთელს ტერიტორიაზე ხორციელდება ვიდეოკონტროლი. ვმუშაობთ პანდემიის გამო დადგენილი რეკომენდაციების სრული დაცვით.
მისამართი: დაბა ურეკი, თაყაიშვილის ქუჩა, # 200
საკონტაქტო ტელ: 595442222
კომენტარები