“საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრისას აცხადებს. “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ როცა საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ეხება, საჭიროა, მთავრობამ ზუსტად იცოდეს, ვისთან აპირებს თანამშრომლობას:
“ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.
ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია”
კომენტარები