ღვთისმსახურების დადგენილ წესებში ცვლილება არ იქნება, თუმცა არის გარკვეული სიახლეები.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზიარების შემდგომ, სასმელის მიღება მოხდება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. ეკლესია მრევლს მოუწოდებს, საზღვარგარეთ წასვლისგან თავი შეიკავონ.
“ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან, მათ შორის მოსალოცად. გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი. პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ და სახლებში დარჩნენ ისინიც, რომელნიც გრიპით არიან დაავადებულნი. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო მორწმუნეებს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართავს – დღეიდან, ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე დაიწყება ზარების რეკვა, პატრიარქის კურთხევით, სასურველია მოქალაქეები ამ დროს ქუჩებშიც გაჩერდნენ და ილოცონ.
ზიარების წესში ერთადერთი ცვლილებაა – სიტკბოების წყლის მიღება ერთჯერადი ჭიქებით იქნება შესაძლებელი.
“საპატრიარქომ გაავრცელა წერილი, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, დაიცვან რეკომენდაციები. 12 საათზე უნდა ითქვას სამი ლოცვა – მამაო ჩვენო, მოწყალებისა კარი განგვიღე და ღვთისმშობელო ქალწულო,” – აღნიშნა მამა იოანე (მჭედლიშვილმა).
შეგახსენებთ, ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.წყარო: რუსთავი 2
კომენტარები