რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
“რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრულ დროს. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას”, – წერს მედვედევი Telegram არხზე.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა.
კომენტარები