რუსთავში გარემოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე ვითარებაში გასარკვევად ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა.
ერთ-ერთმა მოვაჭრემ რუსთავის მერს განუცხადა, რომ შვილი მშიერი რჩებოდა, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობას ვერ ახერხებდა და ჰკითხა, რა აჭამოს შვილს?
-მომეცი, მე წავიყვან…
-ბავშვთა სახლში წაიყვან?
-არა, ჩემთან წავიყვან სახლში…
საჭმელი უნდა მიუტანოთ, ბატონო ირაკლი, ბავშვი კი არ უნდა წაიყვანოთ, პირიქით, პირიქით. კი ხართ ისე ღირსი, ამ საღამოს, მინიმუმ 100 ბავშვი ჩაგისახლდეთ სახლში მისი მშობლებიანად!!!
ვნახოთ, რა ფრაზას ეტყვიან აწი ატირებულ ბავშვებს რუსთავში – “მოვა, ტაბაღუა და გაჭმევსო”, თუ “მოვა ტაბაღუა და წაგიყვანსო” – ამის მიხედვით განვსაზღვრავთ, იმუშავა თუ არა, რუსთავის მერის ახალმა “აქციამ” – წავიყვან თქვენ შვილებს და ვაჭმევ…
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სურსათის გარდა ყველა სახის ვაჭრობა აიკრძალა. დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავენ.
კომენტარები