თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
დღესვე გადაისინჯება გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
„თქვენი საცხოვრებელი ადგილი?” – მიმართა მოსამართლემ გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც, რურუამ უპასუხა, რომ მისი საცხოვრებელი – „ბიძინას ციხეში, გლდანშია”.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კომენტარები