ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“წლების წინ, 14 თებერვალს, სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი, იმ დროინდელი ცხაკაიადან თბილისკენ ვმგზავრობ, იკარუსით. ფანჯარასთან კი ვზივარ მაგრამ გვერდზე მიზის ქალბატონი – მინა (ასე გამეცნო, ალბათ მინადორა ერქვა, იქნებოდა ასე, 35-37 წლის) ნახევარი თეძო ბარძაყი ჩემს ფეხზე უდევს და მიჭყლეტილი ვყავარ, მეორე ნახევარი კი ავტობუსის კორიდორში აქვს შლაგბაუმად. ვინმე რომ გაატაროს ღრმად უნდა ჩაისუნთქოს და ზე წამოქანდეს. ეჰ, მაშინ მცოდნოდა რამე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, მე ფულს გავაკეთებდი… იკარუსი ხომ ყველა ფეხის ნაბიჯზე აჩერებდა.
ჰო და გამომკითხა ასაკი, მშობლები, სად ვცხოვრობდი: საცოლე ყოფილხარო დაასკვნა და კოსმეტიჩკა დააძრო ჩანთიდან. პუდრიც კარგად შემომაყარა, მაგრამ ეგ არაფერი. მერე მითხრა რომ ქმარს ორი წელია გაშორდა და კიროვის ქუჩაზე ცხოვრობს თბილისში, სამ ოთახიანში, მარტო. ვინც კიროვის ქუჩა არ იცით დღევანდელ თბილისში, მაგათ კითხვა მიატოვეთ :)))
ჰო და, ლამის ვერბალური სექსი აქვს ჩემთან. მე კიდევ რომ წარმოვიდგინე რეალურად რა შეიძლება მომხდრიყო, აშკარად ცუდი სცენაა. აი, კარი რომ შემოაღოს უეცრად ვიღაცამ, მინა სახლში მშობიარობსო იფიქრებს.
ნუ… მზად ვარ ხაშურში ჩამოვიდე და სხვა რამეს გამოვყვე. თუნდაც ფეხით წამოვალ მაგის დედაც… და სწორედ ამ დროს მეკითხება:- მოიცა, შენი ჰობი რა არის?
-ფსიქიატრია! – ვუპასუხე და კბილები დავაღრჭიალე.
შეცბა და დამინაზდა მინა: – ფსიქიატრი გინდა გამოხვიდე?
– არა, ფსიხი.
– რა?
– ჰო, თვეში ორი დღით მიშვებენ სახლში იქედან, – თვალები ზე ავქაჩე.
-ააააააა – ჩააგრძელა მინამ და თბილისამდე ხმა არ გაუღია.
ეჰ, რა ვუთხარი რევოლუციამდელ (ვარდების) ბავშვს, თორემ 14 თებერვალს გახსნილ ბედს ხელს ვკრავდი?
კომენტარები