ეკონომისტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“საწყალი გოგო დადიოდა აფთიაქებში და ეძებდა წამლებს, რითაც დაასრულებდა სიცოცხლეს!!! ამ დროს, დედამისი ფიქრობდა ალბათ ყარაბაღში გაყიდულ იარაღზე.
რა მარტივი რამ მოხდა და როგორ გაართულა დედამ ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ მარტივი თვითონ ყველაზე კარგად იცის.
სახლიდან გასვლიდან 3 საათში არავინ ეძებს საკუთარ შვილს პანიკურად და თან ტექსტით: თავი ხომ არ მოიკლაო?!!!
ყველაფერი კარგად ჩანს, სამწუხაროდ გოგონას სიცოცხლე არ უნდოდა იქ, სადაც იყო. შემეცოდა, ძალიან, ძალიან, დღეს ბევრად მეტად შევიგრძენი მისი ტკივილი და შემეცოდა. იმ ქვეყნად მაინც იყოს მშვიდად.
ყარაბაღი და სამი მაღალჩინოსანი კი არა, ვინც მიიყვანა თვითმკვლელობამდე მაგ მუხლით დაიწყეთ გამოძიება და არ მგონია შორს წახვიდეთ და შეიძლება სწორედაც, რომ მთავარის ეკრანებიდან რომ არ ჩამოდიან, ისინი აღმოჩნდნენ კამერების ეკრანებთან!!!
ესეც, ახალგაზრდა გოგონას მტკივნეული სიცოცხლის – დასასრული!!!”
კომენტარები