ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საწვავის ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა და ეს ზრდა სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.
ბენზინის საშუალო ფასი მთელ მსოფლიოში არის 1.33 აშშ დოლარი ლიტრზე. თუმცა, ქვეყნებს შორის ამ ფასებში არსებითი განსხვავებაა. როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი ფასები აქვთ, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტირებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დაბალი ფასები. ქვეყნებში ფასების სხვაობა გამოწვეულია ბენზინის სხვადასხვა გადასახადებით და სუბსიდირებით.
საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, ბენზინგასამართ სადგურებში მომხმარებლებს 1 ლიტრი დიზელის შესაძენად 4 ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.
კომენტარები