399
ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„
საწვავის ფასის კლების გასაღები არის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის ხელში


მხოლოდ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით და დღგ – ს მცურავ რეჟიმზე (10% მაგალითად) გადაყვანით მოსახლეობა მიიღებს საშუალოდ 70-80 თეთრით იაფ საწვავს


აბსტრაქტულ 1 ლარიან ფასნამატზე საუბარი არის პოპულიზმი. საწვავი რომ 1 ლარით გაიაფდეს (გადასახადების გაუქმების გარეშე) ეს გამოიწვევს საწვავის უმწვავეს დეფიციტს და ფაქტიურად საწვავი ბაზარზე საერთოდ აღარ იქნება


თუ სურს მთავრობას საწვავზე ფასების კლება, შემოიჭიროს ქამრები, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, გადაიღვანოს დღგ მცურავ რეჟიმზე და მომენტალურად 1 ლიტრის ფასი დაიკლებს 70-80 თეთრით.

მთავრობის ბიზნესში ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს ნეგატიურ შედეგს. თუ სურს რეალური რეფორმა და ხალხის კეთილდღეობა, შემოიჭიროს ქამრები

გააუქმოს საწვავზე გადასახადები

მოიკლოს საკუთარი ფუფუნების ადმინისტრაციული ხარჯი და ეს პრობლემა წამიერად მოგვარდება
“
კომენტარები