ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, ბიზნესპრესნიუსსთან აცხადებს, რომ საწვავზე ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია და ეს ტენდენცია როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს:
„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
რაც შეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება.”
კომენტარები