პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91, აქედან 70 არის ინფიცირებული. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შემოვიდა, ერთთან კორონავირუსი დადასტურდა, მეორეს პასუხს კი დღეს ველოდებით“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები