ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიორგი მუმლაძე:
“ბოლო სამი დღეა, თითქმის სულ ნიაკოსთან ერთად ვარ, ბევრი გვანერვიულა მაგრამ ეხლა უკეთაა ❤️
სავადმყოფო საპატიმროსავითაა, სადაც ფიქრისთვის ბევრი დრო გაქვს.
მთავარი ფიქრები, სწორედ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს უკავშირდება, რომელიც სულ უფრო და უფრო ბუნდოვანია რუსული მართვის პირობებში!
ჩვენი სამშობლოს და შვილების ნათელ მომავალს, ამ კრიტიკულ მომენტში, დიდი გარდატეხა და გამარჯვება სჭირდება!
ფაქტია, მივედით რუსულ ფეოდალიზმამდე, რასაც მიღებულ წესად ამკვიდრებს რუსი ოლიგარქი, რისი დამარცხებაც, ჩვენს მხარეს დიდ მორალურ უპირატესობას და ძლიერ სახელმწიფოებრივ იდეას შეუძლია მხოლოდ!
რაც უფრო იკარგება მორალური სიცხადე რეჟიმთან ბრძოლისას, მით უფრო ვშორდებით სასიცოცხლო გამარჯვებას!
ქოცრუსების დამარცხებას, ოპოზიციის რეალური გაჯანსაღება და განახლება სჭირდება!
ნამუსგარეცხილი ადამიანები ყოველთვის ეცდებიან, რომ იცხოვრონ დღევანდელი დღით, უტიფრად დაივიწყონ წარსული ვირეშმაკობები და ნაგლად იფიქრონ მხოლოდ საკუთარ მომავალზე!
ამიტომ, ჩვენ ვისაც გვწამს გამარჯვების, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრიობის მტრების წინააღმდეგ!
რათა ჩვენმა შვილებმა აუცილებლად იცხოვრონ: ერთიან, ძლიერ და ევროკავშირის წევრ საქართველოში ????✊”
კომენტარები