„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი წერეთელმა და ვახტანგ კალოიანმა შექმნილი მძიმე ეპიდ-სიტუაციისა და ჩაგდებული ვაქცინაციის პროცესის შესახებ ბრიფინგი გამართეს.
მათ ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გააცნეს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს:
საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ან სავალდებულო ვაქცინაცია ან სისტემატიური ტესტირება.
ასევე აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილური (მოძრავი) ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება. ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლება.
კომენტარები