მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვეღარ ვხვდები, ხალხი უარესად იქცევა, თუ ხელისუფლება!
გარდაცვლილი ბიჭის დედას დაუნდობლად ლანძღავენ და შვილის გაყიდვას აბრალებენ. არც დაუშვიათ აზრი, რომ შეიძლება ის ქალი ენდო ვიღაცას, ან სხვა ვარიანტი უფრო სარწმუნოდ ეჩვენება, ან უბრალოდ სცდება – დიაგნოზი დასმულია: შვილი გაყიდა!
არა გრცხვენიათ? ქალი, რომელიც, როგორც მონაყოლებიდან გავიგეთ, შვილზე თან გადაყოლილი დედა იყო! უფრო ადვილად დავუშვებ, რომ არის კიდევ რაღაც ფაქტები, რომლებიც მე არ ვიცი, გამოძიებამ არ იცის, ვიდრე დავიჯერებ, რომ იმ ქალმა შვილი გაყიდა!
ნუთუ ასეთი დასკვნების კეთება სახელმწიფოსა და გამომძიებლების საქციელებზე ნაკლები უზნეობაა?
(სავარაუდო) მკვლელები არ გალანძღულან ისე, როგორც ბავშვის მშობლები და იუბილარი გოგო გაილანძღა.
საქართველოს მეორე ნახევარი ნიკა გვარამიას ლანძღავს!
მე არცერთი პარტიის და არცერთი ტელევიზიის დამცველი არ ვარ და ნიკა გვარამიას ბევრი საქციელიც კატეგორიულად არ მომწონს, მაგრამ მისი გადაცემები რომ არა, გამოძიება ერთ კვირაში დასრულდებოდა და დაადგენდნენ, რომ ბავშვი მსუბუქად სცემეს, გადააგდეს წყალში, დაიხრჩო და 4 დღის მერე იპოვეს. ეს გინდოდათ?
მე მესმის, რა მძიმე იქნებოდა ოჯახის წევრებისათვის ნიკა გვარამიას გადაცემების ყურება და მოსმენა, მაგრამ რა ექნა, წერილები მიეწერა პოროკურატურისათვის და გამომძიებლებისათვის? თქვენ ფიქრობთ, რომ ამას რამე შედეგი მოჰყვებოდა? პირდაპირი ეთერი ერთადერთი საშუალებაა, რომ ვინმეს ნათქვამს ყურადღება მიექცეს!
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ამ გადაგვარებულ გარემოში ხმამაღლა ყვირილის გარდა არაფერი არ ჭრის… და უმეტეს შემთხვევაში არც ყვირილი ჭრის!”
კომენტარები