ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში სავარაუდოდ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.მისი თქმით, ამის შესახებ განცხადებას დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გააკეთებს.
„ასევე ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუს ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა მინისტრმა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 ადამიანია.
კომენტარები