ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ივანიშვილის ადვოკატის გუშინდელი წერილი უტყუარად ადასტურებს, რატომ არ ეშვება ივანიშვილი ამ ქვეყანას. კარგია, რომ თვითონ წამოწიეს ბიტკოინების თემა. და რა გაირკვა: ივანიშვილი ბიტკოინებით 2015–ში დაინტერესებულა, მის ადვოკატს თუ დავუჯერებთ. და რა მოხდა 2015–ში გვახსოვს არა? პრემიერმა ღარიბაშვილმა 1 ლარად გადასცა გლდანში 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი “რაღაც“ კომპანიას, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ აქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა უცებ–უცებ შექმნილიყო და 2015–ის ბოლოს უკვე გუგუნებდა გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ბიტკოინების ქარხანა მთელი სიმძლავრით, ყველანაირი გადასახადებისგან გათავისუფლებული, იაფი ელექტროენერგიით. არაფერი არ დაუხარჯავს პრაქტიკულად და სავარაუდოდ მილიარდი მოიგო. ამას სადმე სხვა ქვეყანაში გააკეთებინებდა ვინმე? არა, რა თქმა უნდა. ხოდა, თქვენ გგონიათ ასე ადვილად მოეშვება ამ ქვეყანას? არა, რა თქმა უნდა.”
კომენტარები