ჟურნალისტი, გიორგი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ფაქტები – მობილური გამორთო, წავიდა სახლიდან, 65 კმ. იარა ისეთ ადგილებში სადაც მანამდე არ ყოფილა. იყო სოფელში, არავისთან ჰქონია კონტაქტი, ფანჯრები აწეული და სოფლის გზის კვალობაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა (სწორედ ამით მიიქცია თავდაპირველად ყურადღება).
დაახლოებით 10 წუთში ჩნდება სხვა მანქანა, მისი მძღოლიც დაახლოებით ისე იქცევა როგორც ჰიუნდაის მძღოლი. ადგილი სადაც მანქანა ნახეს დაბალი სიმაღლის მსუბუქი ავტომობილისთვის ძნელად მისადგომია (თუ არ ხარ პროფესიონალი მძღოლი). გზიდან გაგადასასვლელთან არის პატარა არხივით, ასევე მინდორში ყრია დიდი ქვები.
გარდა ამისა მიუხედავად წვიმისა საკმაოდ მკაფიოდ ჩანს მანქანის ნაკვალევი.
ცხედარი ნაპოვნია უკანა სავარძელზე, როგორც ამბობენ, მედიკამენტები, ავტომობილის გასაღები და მობილური გვერდით ედო (ავტომობილი ჩაკეტილი იყო) ლოგიკა – რატომ უნდა წასულიყო ამხელა გზაზე, თან ცუდი გზით და არა კარგი გზით, რას ეძებდა სოფელში, რატომ გამორთო მობილური კითხვები – სად, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუ შეხვდა სოფელში ვინმეს, რატომ ვერ იპოვეს მანქანა 5 დღის მანძილზე და არის თუ არა ავტომობილი მიყვანილი, ჰქონდა თუ არა პროგრამისტს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და ხომ არ შეიძლება სწორედ ეს ინფორმაცია გამხდარიყო შეხვედრის მიზეზი …..
მოკლედ ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი კითხვაა, მოკლეს თუ თავი მოიკლა …….
ჩემი ვერსია – შეტყობინებით მიიღო ლოკაცია, მივიდა ადგილზე და ზუსტად ვერ მიაგნო, რის შემდეგაც დაიწყო ძებნა. სავარაუდოდ შეხვდა ვინმეს, სავარაუდოდ შეხვედრა ეხებოდა მის საქმიანობას ….. პოულობენ გარდაცვლილს”

კომენტარები