ძალიან სასარგებლო საზაფხულო სალათა ქათმის ფილეთი და მუხუდოთი
ქათმის მკერდის ფილეში ყველაზე მეტია სრულფასოვანი ცილა და მდიდარია სასარგებლო მინერალებით და ვიტამინებით ( E, B6, B12), მასში ნაკლებია ცხიმი და არ შეიცავს ნახშირწყლებს. მუხუდო კი, თავის მხრივ, მცენარეული ცილებითაა მდიდარი, ძალიან უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უწყობს წონაში კლებას.
დუეტში კი ეს ორი უნიკალური პროდუქტი ცილებისა და ვიტამინების საოცარი ფეირვერკია!
მოსამზადებლად დაგვჭირდებათ:
ქათმის ფილე 2 ც
სალათის ფურცელი 1 თავი
კიტრი 2 ც
მუხუდო 1/2 ჩჭ
ჩერი პომიდორი 10 ც
წითელი ბულგარული 1 ც
მწვანე ბულგარული 1 ც
ხახვი 1 ც
ნიორი 3 კბ
ნახევარი ლიმონის წვენი
ზეითუნის ზეთი 2-3 სკ
პაპრიკა 2 ჩკ
ორეგანო 1-2 ჩკ
ბაზილიკი 1-2 ჩკ
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი იხილეთ ვიდეორეცეპტში
გემრიელად მიირთვით
კომენტარები