საზარელი დანაშაული თბილისში – ნახალოვკაში დაჭრილი 38 წლის ქალის გადარჩენას ექიმები რეანიმაციულ განყოფილებაში ცდილობენ. ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი, წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მაკა მაისურაძე სამსახურიდან სახლში ბრუნდება, როდესაც მას ბრალდებული აედევნა, რასაც სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევა დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, იმ სახლში მოხდა, სადაც დაჭრილი ქალი ქირით ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით ბრალდებულმა მამაკაცმა ქალს სხეულზე 20-მდე ჭრილობა დანით მიაყენა და შემთხვეის ადგილიდან გაქცა. სასიკვდილოდ დაჭრილი ქალი კი სახლში ბინის მეპატრონემ იპოვა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოძიახა. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ რამდეინმე საათიანი სამძებრო ოპერაციის დროს აიყვანა.
კომენტარები