ქალაქის ცენტრალურ სკვერში, რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, შაბათს, 25 იანვარს, მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული 16 წლის ი. ადეიშვილი პარკში მეგობრებთან ერთად დასასვენებად შევიდა და შემთხვევით, ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
თვითმხილველთა თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა.
მოქალაქეები “პირველებს” ეუბნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღია თხრილში ადამიანები ჩავარდნენ.
თბილისის მერია კი აცხადებს, რომ ბავშვი კერძო საკუთრების ტერიტორიაზე დაიღუპა, თუმცა, არ წერს, სადაა ეს კერძო საკუთრება და მოიაზრება, თუ არა, რომ რიყის პარკის რომელიმე ნაწილი იგულისხმება?
16 წლის ბავშვი კერძო საკუთრებაში გარდაიცვალა – მერიის განცხადება
კომენტარები