უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში – არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანს თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ კი ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
კომენტარები