ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც ონკოპაციენტი იყო – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. „საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
კომენტარები