რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ დრომდე, 16 აპრილის მონაცემებით, საკუთარ სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ გაავრცელა.
“ჯამში, 24 თებერვლიდან მილიონ 60 ათასი უკრაინელი დაბრუნდა თავის სამშობლოში. ”
საზღვრის დაცვის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ სააღდგომო არდადეგებზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
კომენტარები