საქართველოს პრეზიდენტი, ამ წუთებისათვის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის:
“უნდა დავინახოთ პირველ რიგში მსოფლიო როგორ არის და ჩვენი ადგილი მსოფლოში.
მსოფლიო დღეს სრულიად სხვაა და სხვა მახასიათებლების მატარებელია.
საქართველო, რომელმაც 70 წელი სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ 30 წლის მანძილზე მსოფლიოსთან დაბრუნების გზა გაიარა.
დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრეს თავი.
საზღვრები ღიაა ჩვენთვის და ჩვენი საზღვრები ღიაა მათთვის.
დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მაშტაბს იძენს და არავინ იცის სად ამოფეთქავს და სადამდე გავრცელდება. ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება.”
კომენტარები