პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს, 11 აპრილს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტმა ბორდში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.
მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას 2017 -2020 წლებში იკავებდა.
სახალდო დამცველი და მესამე სექტორი მხარს ლიკა შავგულიძეს და ლაშა ტუღუშს უჭერენ. ეს კანიდატები საკანონმდებლო ორგანოს უკვე ოფიაცლურად წარუდგინეს.
კომენტარები