საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია ასახელებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებიც მაუწყებლის „შავ სიაში“ იყვნენ და ჟურნალისტებს მენეჯმენტი მათს რესპონდენტებად ჩაწერას უკრძალავდა.
იმედა დარსალიამ 25 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სია, რომელსაც დღეს ასახელებს, „ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის“ იყო გაკეთებული.
დარსალიას თანახმად, „შავ სიაში“, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს მოიცავდა, შედიოდნენ:
- „რონდელის ფონდის ექპსერტების უმრავლესობა – განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი“;
- ბუკა პეტრიაშვილი, – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბაქრაძე – ისტორიულ სიუჟეტებზე, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე;
- ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი, ეკა აკობია;
- ლელა ჯეჯელავა, კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, სრულიად არაპარტიული –ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
- ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო“;
კომენტარები