ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე:
“რატომ არის საკმარისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება, რომ მაშინვე ზიზღის, სიძულვილის და აგრესიის მსხვერპლი ვხდებით.
მე არ ვარ აცრილი, აი ამის თქმა საკმარისია, რომ აგრესია წამოვიდეს. მთელი საზოგადოება მალე დაიყოფა აცრილებად და არააცრილებად და ახალი დაპირისპირების საბაბიც გაჩნდება. დიახ, ვაქცინა იცავს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის თანხმობით.
მეც არ ვარ აცრილი და განვმარტავ რატომ: არ ვარ ანტივაქსერი, მაქვს ალერგიულობის მაღალი დონე მათ შორის არაერთ მედიკამენტზე. მეტყვით რომ ეს არაა უკუჩვენება და შემიძლია, მაგრამ მოდით მე დამიტოვეთ იმის გადაწყვეტის შესაძლებლობა რა გადაწყვეტილება მივიღო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩემს მდგომარეობაში კიდევ ბევრი იქნება, რადგან ალერგიულობა დღეს ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. ლანძღვის გარეშე იქნებ მოვუსმინოთ და შევეცადით მივაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია არგუმენტებით და არა მხოლოდ სიტყვაზე მენდეთ – სახით.
აქვე ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას რა გააკეთა ხელისუფლებამ და ჯანდაცვამ იმისათვის რომ საზოგადოებას საკმარისი ინფორმაცია ქონდეს? გადადგა ამ მხრივ საკმარისი ნაბიჯები?
და ყველაზე მთავარი: ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე
უზრუნველყოფლი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირება, რომ ვაქცინაცია სასარგებლო და გამოსავალია დღევანდელი პანდემიის პირობებში, მაგრამ არ არის სავალდებულო და არავინ არ მოხვდეს პოლიტიკური, სოციალური ან სხვა ზეწოლის ქვეშ, ვაქცინაციის უარყოფის გამო, თუ ამის გაკეთება მას არ სურს.
არავინ არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, ვაქცინაციის უარყოფისთვის, ჯანმრთელობის შესაძლო რისკის მიზეზით ან ვაქცინაციის სურვილის არქონის გამო;
თუმცა არავის არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს სხვას აცრით დაიცვას ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შესწავლილი ხელოვნური დაჯავშნა და შემდეგ გაუქმების საკითხი.
სახელმწიფომ კი კეთილი ინებოს და შემოიტანოს ქვეყანაში საკმარისი ვაქცინა და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია თოთოეული ვაქცინის შესახებ, ყველას არა აქვს შესაძლებლობა უცხოური საიტები იკვლიოს. ბევრს არც იმის შესაძლებლობა აქვს საიტით ჯავშნოს ვიზიტი და სიძულვილის ენის ნაცვლად იქნებ დაეხმაროთ ამ ნაწილს და გაუმარტივოთ ვაქცინის ხელმისაწვდომობა.”
კომენტარები