გამოცემა “კვირა”–ს ინფორმაციით, პატრიარქის სტიქაროსანი, 30 წლის გიორგი ბულია გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გიორგი ბულიას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ბულია ერთ-ერთ ოფისში პროგრამისტად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ოფისში იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.
კომენტარები