დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, იქ მუდმივად მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა, ამიტომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ამ საკითხს მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
როგორ და რა მექანიზმებით ამოქმედდება და რა რეკომენდაციები გაიცემა, შემდეგ გახდება ცნობილი”
“ალია” – დღეს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ის ეპიდემიოლოგებისგან ელოდება პასუხის – როდის იქნება შესაძლებელი ტრანსპორტის აღდგენა, იგივეას ამბობს მთავრობის აპარატიც, გვიხსნიან, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან – ეპიდემიოლოგები კი მთავრობის სხდომისკენ იშვერენ ხელს.
თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გაუჩერებიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ვიცი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა ჩვენი გადამრჩენელი – რაღა ეკლესიისკენ იშვერდით ხელს, გეთქვათ!
მეტროს და ავტობუსის გაჩერებამ გადაგვარჩინა, ბატონო ამირან?
აბა, სკვერები, გზები, ქუჩები სავსეა ხალხით, ფანჯრიდან რომ გადაიხედოთ, თქვენც იგივეს დაინახავთ და როგორც ანდრია ჯაღმაიძემ გიპასუხათ, ათი ათასობით ადამიანი ეზიარა, თურმე აღდგომას.
კომენტარები