ტელეჟურნალისტი არჩილ გამზარდია :
“საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, როგორც სასჯელი, ისე უნდა დააკისრო თბილისის მერიას.
უნივერსიტეტში ლექცია დავნიშნე ორი საათიდან, რომ პიკის საათი ამერიდებინა. უნივერსიტეტი მდებარეობს აშშ-ს საელჩოსთან სიახლოვეს. თემქიდან დაახლოებით 15-20 წუთის გზაა.
12:35 – ვიდექი გაჩერებაზე თემქაზე, N313 ავტობუსი მოვიდა დროულად და გავყევი პაიჭაძის ქუჩამდე. იქიდან უნდა გავყოლოდი N500 მიკროავტობუსს.
12:55 – მოვიდა N500 რომელიც იყო სავსე და არ გააჩერა. გადაწყვიტე რამეს გავყოლოდი დიდ დიღმის მიმართულებით და სადმე ჩამოვსულიყავი ტრასასთან სიახლოვეს. მოვიდა შესაბამისი მიკროავტობუსი, რომელიც იყო სავსე და არ გააჩერა,
13:15 – მოვიდა კიდევ ერთი N500, რომელიც იყო სავსე და არ გააჩერა.
13:25 – მოვიდა ისევ N313 ავტობუსი, გავყევი ბელიაშვილის ქუჩამდე და იქიდან ფეხით წავედი უნივერსიტეტამდე. გამიმართლა რომ გარგი ამინდი იყო.
14:05 – მივედი უნივერსიტეტში.
ვიარე საათნახევარი 20 წუთის გზაზე.
დღეს უნივერსიტეტიდან ადრე წამოვედი, რადგან მაგისტრები მომავალი კვირიდან იწყებენ სწავლას.
უკანა გზაზე:
ვიდექი გაჩერებაზედა ველოდი N500 მიკროავტობუსს, რომელსაც ახმეტელამდე უნდა მივეყვანე. მოვიდა 20 წუთში და არ გააჩერა, რადგან სავსე იყო.
მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა მის ლოდინს. გავყევი ავტობუსს მეტრო დიდუბემდე. დიდუბის მეტროს ზედა გაჩერებამდე ავედი ფეხით, ველოდე N394 ავტობუსს, რომელიც კარგა ხანს არ მოვიდა, იქ კი საინფორმაციო მონიტორიც ვერ ვიპოვნე, რომ გამეგო, საერთოდ როდის უნდა მოსულიყო. ლოდინის შემდეგ ჩავედი მეტროში. გაჭირვებით ამოვედი მეტრო ახმეტელზე, ველოდე N510 მიკროავტობუსს, რომელმაც, ცხადია არ გააჩერა, რადგან სავსე იყო, შემდეგ გადავედი N313 ავტობუსის გაჩერებაზე, რომელმაც რამდენიმე მეტრით გამასწრო, დავდექი N543-ის გაჩერებაზე და საბოლოო ჯამში როგორღაც გამოვყევი მას თემქამდე. დაახლოებით 2 საათი მოვანდომე მგზავრობას (ჰო, ამასობაში ბარათს საათნახევრიანი ლიმიტი გაუვიდა და ხელახლა ჩამომაჭრა თანხა).
ეს ტრაექტორიები დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, თბილისიდან მცხეთაში რომ მიდიდოდეთ და მთელი კახეთის შემოვლა დაგჭირდეთ, ასეთი მარშრუტია.
და ეს ყველაფერი არა პიკის საათში, არამედ შედარებით ხალვათ პერიოდში .
აი, ყოველ დღე ამაზე ნაკლები ტანჯვა არ უნდა დააკლო თბილისის მერიის შესაბამის წარმომადგენლებს.”
კომენტარები