კლუბმა Sector 26-მა 24 ივლისს დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელსი გაავრცელა:
„24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგიტიძეს გაუქმდა! ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ! მადლობა“ – წერია კლუბის განცხადებაში.
ქართველი მომღერლის 24 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მიზეზად მეგი გოგიტიძის მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი სახელდება, მართლაც, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
კომენტარები