სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებლებს სთავაზობს აქციას ფასიანი კატეგორიის ნომრებზე.
24 აპრილიდან სელფის ფასიანი ნომრების შეძენა ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. სპეციალური შეთავაზება მოიცავს: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის კატეგორიის ნომრებს.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში. ნომრის შეძენა შესაძლებელია, როგორც სელფის ვებ გვერდიდან, ასევე მაღაზიებში.
(R)
კომენტარები