საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე – 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება.
საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე – 1501.
კომენტარები