საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა.
გეგმის მიხედვით, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების (ტბორები, ტექნიკური წყლის მომხმარებლები) გამრციხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო (მუდმივი) მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035 წლებისთვის განისაზღვრა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ აღრიცხვის სისტემების გამრციხველიანების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს სამელიორაციო დანიშნულების არხებისა და სარწყავი ფართობების აღწერა და წყლის მიწოდების წერტილების განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოები.
რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას წარმოადგენს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა. წყალმომხმარებელთა გამრიცხველიანება, რომლის საფუძველზეც მოხდება წყლის აღრიცხვა, ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის რაციონალურ მოხმარებასა და დაზოგვას.
სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების“ წესების შესაბამისად, მელიორაციის სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგებაზე სწორი მოლოდინების შექმნა, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესრულების, მოხმარების შესაბამისი ღირებულების დარიცხვის უზრუნველყოფა.
(R)
კომენტარები