• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, ხუთშაბათი, 5 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით კომუნალური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
20:00 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები მიმდინარეობს თემაზე: „კომუნალური მომსახურების რეგულირება ვიშეგრადის ქვეყნებში“.

ტრენინგებს ატარებენ პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ექსპერტები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

მიმდინარე წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი).

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების – ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი
დასრულდება 2025 წლის თებერვალში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:46 06-05-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

11:28 06-05-2025
ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“
ახალი ამბები

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

16:11 06-04-2025
თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

14:52 06-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved