საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხის შეფასებისას განუცხადა:
„სენატის მხრიდან თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცება ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სენატორ ინჰოფეს და რიშს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილების ასახვას ამ საკანონმდებლო აქტში“
მისი თქმით, საკანონმდებლო აქტში საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი რეგიონში, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.
„სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები თავდაპირველად არსებული სხვადასხვა შესწორების გამოყენებას შეეცადნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. საბოლოო ვერსიამ, რომელიც დღეს დამტკიცდა სენატში, წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს და მათ მცდელობას, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი, ის არის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანილი“
კომენტარები