ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“სენსაცია:
გუშინ უკრაინამ ახალი უპილოტო მფრინავი აპარატებით დაბომბა რუსეთის ორი სამხედრო ბაზა, რომელზეც სტრატეგიული ბომდამშენებია განლაგებული: რიაზანთან და ენგელსკში.
ერთი 500 კილომეტრშია უკრაინიდან, მეორე – 700 კილომეტრში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა!
ჯერ ერთი იმიტომ, რომ როგორც სჩანს უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა დაასრულა ახალი ზესაიდუმლო დრონის გამოცდა, რომლის ფრენის სიშორე 1 000 კილომეტრია, ანუ მოსკოვსაც მიწვდება რამე რომ იყოს, თუ….. კიევის და უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა არ შეწყდება.
მაგრამ ეს კი არაა ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი უკრაინული დრონები `არ ეპუებიან` არა მხოლოდ რუსულ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს – ყველა ამ С-300 – ბსა და с-400 – ებს, არამედ რაც ბევრად არსებითია, არ ეპუებიან არც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს. აი ეს კი ბეეეეევრად მაღალტექნოლოგიური ამოცანაა, რაც როგორც სჩანს, უკრაინულმა სსკ-მ გადაჭრა.
ოღონდ ამაზე მეტად მნიშვნელოვანიც კი და საერთოდ ყველაფერზე და ყველაზე მნიშვნელოვანი გუშინდელ დარტყმებში ისაა, რომ უკრაინამ თვითონ (!) დამოუკიდებლად (!!!) შეძლო შეექმნა ისეთი იარაღი, რომელიც მოსკოვს და პეტერბურგს მისწვდება `რამე რომ იყოს`.
ანუ…. ამერიკელებზე და ევროპელებზე არ არის აქ დამოკიდებული – მიაწვდიან თუ არა ისინი შორი დისტანციის რაკეტებს.
ჯერ არ აწვდიან, როგორც ვიცით.
უკრაინის გენერალურ შტაბში ჭკვიანი სპეციალისტები სხედან – ცხელი გულითა და ცივი გონებით.
მათი თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი ძალიან მაღალკვალიფიციური სამხედროა.
და მათ შესანიშნავად იციან, რომ ამ დრონებით ისინი რუსულ სტრატეგიულ ავიაციას (რომელიც ბომბავს უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით კასპიის ზღვის (!) საჰაერო სივრციდან) ვერ გაანადგურებენ, თუმცა…..ეს არის მინიშნება იმაზე, რომ მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა შეუძლიათ უკვე იმის მიუხედავად, რას ფიქრობს ამაზე ბაიდენი ან მაკრონი ან შოლცი.
აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!
სამხედრო-სტრატეგიული შედეგი ამ დარტმისა ის იქნება, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება, კიევის დაბომბვა, დნეპრის დაბომბვა თორემ…….რეზნიკოვი, სიგუდკინს (თუ იმერულად `ვინცხა ჯანდაბაა`) ეუბნება: ჩვენ არ გვინდა არც მოსკოველების, არც პიტერელების დახოცვაო…….
ამიტომაც, გუშინდელი დაბომბვა მთლიანად ცვლის სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას `საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე`, როგორც სამხედრო საქმის მეცნიერები ამბობენ ხოლმე.”
კომენტარები