ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“როგორც იტყვიან, უკაცრავად კითხვაა – სექსი (SEX) ქართულად როგორ ითარგმნება? რამე ქართული შესატყვისი გაქვს? სულხან-საბა კი წერს ქართულად, მაგრამ ალბათ იმიტომ არ ვიყენებთ, რომ კათოლიკე იყო. თუმცა არც „სექსი“ მოუგონიათ მართლმადიდებლებს.
აი, გამომძიებლები, პროკურორები, სამართალდამცველები რომ ამბობენ და წერენ: მოქალაქემ ხ.ჭ-მ ინტიმური კავშირის დამყარება სცადა მოქალაქე შ.შ-სთან. ინტიმში სასქესო ორგანოები დაფარულია – “არ მონაწილეობენ” და კოცნის გამო „უტრაკებთ“ ბრატ?
ამასობაში ერთი ანეკდოტიც გამახსენდა: კახეთში ქალები გააუპატიურეს. სასამართლო სხდომაა. მოსამართლე: – დაზარალებულებს გთხოვთ წინ გადმობრძანდით.
ქალები არ იძვრიან ადგილიდან. მოსამართლემ ლამის მეოთხედ გაიმეორა: დაზარალებულებს გთხოვთ წინ გადმობრძანდით.
ბოლოს სხდომის მდივანი წამოადგა თავზე ქალებს და ეუბნება: – მოსამართლე თქვენზე ამბობს, გადადით წინ.
გაიკვირვეს ქალებმა: მაგან თქო დაზარალებულებიო და ჩვენ მოტყნულები ვართ…
ჰოდა თუ „სექსუალური კავშირი დაამყარა“ გულისხმობს იმას რასაც გულისხმობს, თან ერთი სიტყვით – რატომ არ ვიყენებთ?
რატომ არის სექსი დადგენილი ნორმა და მისი ქართული შესატყვისი უცენზურო სიტყვა კანონშემოქმედებისთვისა და სამართალმცოდნეებისთვის?
ჰა, რას იტყვიან ფილოლოგები, მწერლები, ლიტერატორები, ფსიქოლოგები?
კანონმდებლებისა და სამართალმცოდნეების აზრი არ მაინტერესებს – მაგათ მხოლოდ ინტიმი აქვთ და სექსი
ხალხს რომ ქართულად სექსავენ ეგ არ ითვლება…”
კომენტარები