ქობულეთში სექსუალუი ძალადობის მსხვერპლი მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე ადვოკატებს მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გარდაცვლილის დას ეკუთვნის, რომელიც მისი უფლებამონაცვლეა.
ამიერიდან, გამოძიების მიმდინარეობისას მასალებზე წვდომას ვეღარავინ შეძლებს.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ მოზარდის დაზე გავლენა სამართალდამცველებმა მოახდინეს. ისინი ითხოვენ, 14 წლის ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლედ მისი დედა წარადგინონ.
“ბავშვის გარდაცვალებამდე სისტემამ არაფერი გააკეთა. რაც ჩვენი შეფასებით მომხდარ შედეგთან პირდაპირ კავშირშია. ამ ამბის თავიდან აცილება სისტემას შეეძლო. საქმეზე დააკავეს ადამიანები, კიდევ აპირებდნენ დაკავებას, თუმცა ჩვენ ამ საქმეს ჩამოგაშორეს”- განაცხადა ადვოკატმა ანა აბაშიძემ.
გარდაცვლილი მოზარდის დას თამუნა ცეცხლაძეს საქმეზე დაკავებული ბაბუის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, პროკურატურამ ის სწორედ იმიტომ დააკავა, რომ მოზარდზე სისტემატიურად ძალადობდა, გოგონას გაუპატიურების შემდეგ კი მამაკაცის მხრიდან ცემის ფაქტმა იმატა.
საქმეზე დაკავებულია 23 წლის ნიკა ტაკიძე, რომელსაც მოზარდის გაუპატიურებაში ედება ბრალი.
კომენტარები