ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, იმაზე, რომ სერბეთი მიუხედავად სურვილისა, სამ სკამზე დაჯდომას ვერ მოახერხებს.
“უნდა განვასხვავოთ ხელისუფლება და ჩვეულებრივი მოსახლეობა. რა თქმა უნდა სერბ ხალხს უნდა დავეხმაროთ და აუცილებლად დავეხმარებით. ჩვენ ასეთი ხალხი ვართ. თუმცა, ვითვალისწინებთ სერბეთის პოლიტიკას ბელარუსის მიმართ. თუ მათ სურთ, როგორც ამბობენ, სამ სკამზე დაჯდომა, ეს არ გამოუვათ. აქ ვართ, რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკა და სხვები. მათ სურთ, რომ ყველგან კარგად იყვნენ, მაგრამ მათ არ მისცემენ უფლება, რომ ყველა ამ სკამზე დასხდნენ, პირველ რიგში ევროკავშირელები, სადაც ისინი ასე ისწრაფვიან”. – თქვა ლუკაშენკომ.
კითხვაზე თუ რა შეიძლება ბელარუსმა გააკეთოს სერბეთისთვის, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ მან ამ საკითხზე უკვე იფიქრა, თუმცა ვერაფერი მოიფიქრა.
“არ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის. პირველ რიგში იმას გადავხედავდი, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი იმ დროს, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს აწესებდნენ. არ მსურს, არცთუ შორეულ წარსულში ქექვა, თუმცა ვნახოთ”. – თქვა ლუკაშენკომ.
კომენტარები