აღდგომის დღესასწაულის ღვთისმსახურებას სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც დახურულ კარს მიღმა აღავლენს.
სერბეთის ეკლესია საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიასთან ერთად, ბოლო რამდენიმე კვირა შედიოდა იმ სამეულში, ვინც უარი თქვა ზიარების წესის შეცვლასა და მრევლის გარეშე რელიგიური რიტუალის ჩატარებაზე.
პატრიარქ ირინეის განცხადებით, მსოფლიოს მწვავე პანდემიურმა სიტუაციამ, შექმნა მოცემულობა, როდესაც ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაივლის. ირინეი იზიარებს მოსაზრებას, რომ ტაძრებში შეკრებას შესაძლოა COVID-19-ის აფეთქების ახალი ტალღა მოჰყვეს.
ბოლო მონაცემებით, სერბეთში COVID-19-ის 5 690 შემთხვევა ფიქსირდება, ინფექციით გარდაცვლილია 110 ადამიანი.
კომენტარები