რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტსა და საკანონმდებლო ორგანოში შეყვანას ოპოზიციისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, ტვ პირველთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში გადატრიალების თავიდან ასაცილებლად.
რუსმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ტყუილში დაადანაშაულა.
სერგეი გავრილოვი:
“საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში” – აცხადებს გავრილოვი.
შეგახსენებთ, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ რუსეთში დაბრუნებულმა გავრილოვმა ოპოზიციის ლიდერების დასჯა მოითხოვა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ წუთებისთვის საქართველოს 5 მოქალაქე ზის ოკუპაციური რეჟიმის ციხეში!
და სერგეი გავრილოვი ასე თუ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას, თავისუფალ არჩევანს და მმართველ გუნდს – შეუძლია ქმედითი ნაბიჯები გადადგას!
კომენტარები