რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უცხოური სააგენტოები იტყობინებიან.
რუსეთი კვირების განმავლობაში აკრიტიკებდა შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს არ მისცეს ვიზები ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად, რომელიც ნიუ-იორკში გაიხსნება.
„დღეს ვიზა გადაეცა ლავროვს და მათ, ვინც თან ახლავს“, – ციტირებს ინტერფაქსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
კომენტარები