„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის დღევანდელ ყრილობაზე, როგორც პარტიის რიგითი მხარდამჭერი იმყოფებოდა.
„უარი ვთქვი თანამდებობაზე, გენმდივნობაზე და ა.შ. აღარ ვიქნები პოლიტიკური საბჭოს წვერი, მისული ვიყავი ყრილობაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“ რიგითი მხარდამჭერი. ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ და რომლებიც ამ პარტიას მომავალ საარჩევნო ციკლში წაუძღვებიან“, – განაცხადა კაპანაძემ.
„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.
კომენტარები