ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას ეხმაურება და ამბობს:
“სერიოზულად? რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არასწორი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც ის უკვე დგას”
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირანის ელჩს 4 ნოემბერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
კომენტარები