გური მიქაძე, სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” წერს:
“მოგესალმებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რასაც ჰქვია რეფინანსირების განაკვეთი, რომელზეც რატომღაც არავინ (მათ შორის მეც) ვიღებთ ხმას.
პირადად მე მაქვს იპოთეკური სესხი 10 წლიანი ვადით და კიდევ დამრჩა 7 წელი სესხის გასტუმრებამდე, ქვეყანაში არსებული სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე ალბათ ბევრი ადამიანია ჩემ დღეში, სესხის აღებიდან დღემდე თუ არ ვცდები მინიმუმ 5 ჯერ გაიზარდა ეს განაკვეთი და როგორც გავიგე ახლა კიდევ იზრდება 0,5%-ით და ჯამში 10,5% გახდება.
ჩემი ყოველთვიური შესატანი თანხა დაახლოებით 100 ლარით გაიზარდა რაც საბოლოო ჯამში (გრაფიკს თუ გავყევი) გამოიწვევს 12000 ლარით სესხის გაზრდას რაც წარმოუდგენლად მაღალი ციფრია.
როგორც ვიცი საქართველოში 170000 ადამიანს აქვს იპოთეკური სესხი. თუ თქვენთვისაც აქტუალურია ეს პრობლემა რაღაცნაირად იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება და ჩვენი პროტესტის მიტანა მთავრობამდე და ეროვნულ ბანკამდე, რეალურად ამ ორი ინსტიტუციის ხელშია ეს თემა და კერძო ბანკებთან საუბარს აზრი არ აქვს.
კომენტარები