გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით :
გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი შინ გაატარებს.
მსახიობის ადვოკატი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა გიორგის ყოფა-ქცევა და ჩათვალა, რომ “ის სოციუმისთვის საშიში არ არის“.
როგორც ცნობილი გახდა, მის მუხლს შემდეგ ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.
“გიორგი შაბათ-კვირას დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ორშაბათს უკან დაბრუნდება. ესაა მთელი სპეცრეჟიმი და ის სასჯელის მოხდამდე გაგრძელდება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა..
მივმართეთ ადმინისტრაციას და დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა, მით უმეტეს, გიორგის არასდროს არანაირი დარღვევა არ ჰქონია.
როგორც ჩანს, ესეც გაითვალისწინეს, თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გიორგი სოციუმისთვის არაა საშიში. გიორგის ერთი წელი დარჩა სასჯელის საბოლოო მოხდამდე, უდო-ზე ერთი უარი მივიღეთ, რაც გასაჩივრებული გვაქვს და ველოდებით გადაწყვეტილებას, ვნახოთ, რა იქნება“.
კომენტარები