პირველადი ინფორმაციით, შაბათს დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა:
„ახლა მივიღეთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენს შიდა სივრცეში ვისაუბრებთ და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას რა და როგორ იქნება.
ჩემი აზრით, პროტესტი აღარ იქნება. შაბათს გაფიცვას აზრი აღარ აქვს, იმდენად კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება. შემდგომი შეხვედრებზე სტრატეგიას განვიხილავთ და ასევე, მთავრობასთან გვექნება კომუნიკაცია“
შეგახსენებთ, 6 თებერვალს 200-მდე რესტორანი თვითნებურად მუშაობის განახლებას აპირებდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია რესტორნები და კაფები მუშაობის განახლებას 15 თებერვლიდან შეძლებენ.
კომენტარები