ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულის ლაშა ჭილიტაშვილი მეუღლე, ხათუნა მამასახლისი აცხადებს რომ მისი ქმარი უდანაშაულოა.
“ამ კომპანიასთან მე არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. ჩემი მეუღლე აკეთებდა საქმეს მანდ. მოაჯირებს ამზადებენ, სკამებს სკვერებში. როგორც ასეთი, ელექტროენერგიასთან მაგას შეხება არასდროს ჰქონია. რა შუაში იყო ლაშა მანდ, ვერ გავიგე. ადრე შადრევნებთან მას შეხება არ ჰქონია, რა სისულელეა. მე კიდე სახის კრემებს და კოსმეტიკურ საშუალებებს ვამზადებ”, – ამბობს ხათუნა მამასახლისი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციამ 9 პირი დააკავა.
წყარო – “ტვ პირველი”
კომენტარები